თურქეთმა ირანთან საზღვრი ჩაკეტა

ირანთან სასაზღვრო კარიდან ირანელების და სხვა ქვეყნის მოქალაქეების თურქეთში შესვლა აიკრძალა

1364856
თურქეთმა ირანთან საზღვრი ჩაკეტა

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლის გამო ამ ქვეყანასთან სასაზღვრო კარიდან ირანელების და სხვა ქვეყნის მოქალაქეების თურქეთში შესვლა აიკრძალა.

ირანის გავლით საჰაერო გზით პირდაპირ ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აეროპორტის სასაზღვრო კარიდან გუშინ საღამოს თურქეთის დროით 20:00 საათიდან თურქეთში არ უშვებენ.

თურქეთიდან ირანში წასვლის მსურველ ირანის მოქალაქეებზე რაიმე შეზღუდვა დაწესებული არ არის.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები