ტრამპი: „ერდოღანი ‘ძლიერი და მკაცრი’ ლიდერია, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს“

ტრამპი: „ერდოღანი ‘ძლიერი და მკაცრი’ ლიდერია, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს“

1362053
ტრამპი: „ერდოღანი ‘ძლიერი და მკაცრი’ ლიდერია, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში იდლიბის პროვინციის საკითხთან დაკავშირებით,  თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად მუშაობენ. მან ამის შესახებ, ლოს-ანჯელესში გამგზავრების წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა ერდოღანი „ძლიერ და მკაცრ“ ლიდერად შეაფასა რა, დასძინა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. მეორეს მხრივ ორი ქვეყნის ლიდერს შორის გასული კვირის ბოლოს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლიდანაც გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა და ერდოღანმა იდლიბის საკითხი განიხილეს რა, ჩვენმა პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგას, იდლიბის საკითხთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოების გამო მადლობა გადაუხადა“.

ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა პირველი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს,  ნებისმიერ მომენტში თანამშრომლობისთვის მზად არიან.



მსგავსი ინფორმაციები