თურქეთს მიუნხენის კონფერენციაზე ჩავუშოღლუ წარადგენს

მას შეხვედრები ჰქონდა თავის უცხოელ კოლეგებთან

1360219
თურქეთს მიუნხენის კონფერენციაზე ჩავუშოღლუ წარადგენს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე "მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის" ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ  ჟოზეპ ბორელ ფონტელესთან, იორდანიის მინისტრ ეიმენ ეს-საფედისთან, ირანელ მინისტრ მუჰამედ ჯევად ზარიფთან, ფრანგ კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანთან, ჰოლანდიის მინისტრ სტეფ ბლოკთან, ფინეთის მინისტრ პეკკა ჰაავისტოსთან, აშშ-ის  მუდმივ წარმომადგენელთან გაეროში კელი კრაფტთან და რამდენიმე ამერიკელ სენატორთან. ”ჩემს უცხოელ კოლეგებთან ძირითადად ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ, ხოლო ამის პარალელურად გავცვალეთ ურთიერთ მოსაზრებები იდლიბში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებითაც”, აღნიშნავს ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელ Twitter–ით გავრცელებულ მესიჯში



მსგავსი ინფორმაციები