პკკ-ას წინააღმდეგ ოპერაციები რდილოეთ ერაყშიც გრძელდება

ლიკვიდირებულია კიდევ 8 ტსეპარატისტი

1360293
პკკ-ას წინააღმდეგ ოპერაციები რდილოეთ ერაყშიც გრძელდება

ჩრდილოეთ ერაყის ჰაქურქის მაღალმთიანეთში, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, კიდევ 8 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, დადგინდა, რომ ზოგიერთი ტერორისტი, ჰაქურქის რეგიონიდან მალულად თურქეთში გადმოსვლას და საზღვართან ახლო მდებარე თურქულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას გეგმავდნენ. მაგრამ, თურქულმა გამანადგურებლებმა მათი პოზიციები დაბომბეს და სიცოცხლეს გამოასალმეს 8 ქურთი ტერორისტი, რომელთა შორის ზოგიერთებს მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული თურქეთში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებში და დივერსიულ აქტებში



მსგავსი ინფორმაციები