ჩავუშოღლუ ალბანეთში ვიზიტით იმყოფება

ჩავუშოღლუ ალბანეთში ვიზიტით იმყოფება

1357941
ჩავუშოღლუ ალბანეთში ვიზიტით იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ გუშინ ალბანეთის დედაქალაქში ტირანაში, თურქეთის ფონდ „მაარიფი“-ს ნიუ-იორკ-ტირანას უნივერსიტეტში ბალკანეთის კვლევის ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

ჩავუშოღლუმ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლაში განაცხადა, რომ ბალკანეთის კვლევის ცენტრი კიდევ ერთი სიმბოლოა თურქეთსა და ალბანეთს შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და ამ ცენტრში ბალკანეთის ისტორიის, ლიტერატურის, კულტურისა და პოლიტიკის სიღრმისეული კვლევები ჩატარდება.

მან ყურადღება გაამახვილა თურქეთისათვის ბალკანეთის მნიშვნელობაზე და ნატო-ში მოკავშირე თურქეთ-ალბანეთს შორის მზარდ თანამშრომლობაზე.

მინისტრი ჩავუშოღლუ ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა აქ მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს.



მსგავსი ინფორმაციები