იდლიბში 5 თურქი სამხედრო დაიღუპა

იდლიბში 5 თურქი სამხედრო დაიღუპა

1356738
იდლიბში 5 თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიაში იდლიბის ჩრდილოეთით, ბაშარ ასადის რეჟიმის ძალების საარტილერიო სროლების შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: "იდლიბში კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენი სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიგრაციისა და ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად რეგიონში გაგზავნილ ჩვენს ნაწილებზე, რეჟიმის მიერ 2020 წლის 10 თებერვალს განხორციელებული ინტენსიური საარტილერიო თავდასხმების შედეგად ჩვენი 5 გმირი ჯარისკაცი დაიღუპა და 5 დაიჭრა.“

აქვე ნათქვამია, რომ თავდასხმის შემდეგ რეგიონში განსაზღვრულ სამიზნეებზე დაუყოვნებლივ მოხდა ინტენსიური შეტევა და საჭირო რეაგირება.

განცხადებაში აღნიშნულია: ”სამიზნეები განადგურებულია და ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების დაღვრილ სისხლზე პასუხი მოეთხოვათ.“



მსგავსი ინფორმაციები