გუშინ ანკარაში იდლიბის საკითხი განიხილეს

გუშინ ანკარაში იდლიბის საკითხი განიხილეს

1355729
გუშინ ანკარაში იდლიბის საკითხი განიხილეს

გუშინ ანკარაში, თურქეთის და რუსეთის დელეგაციებმა, სირიაში იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენების პირველი შეხვედრა გამართეს.  დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ანკარაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სედათ ონალი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას თურქეთის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ეროვნული თავდაცვის სამინისტროს, გენშტაბის და  ეროვნული დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები, ხოლო რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  სერგეი ვერშინი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, სირიის სპეციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლავრენტიევი და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა, რომელიც 3 საათს გაგრძელდა, იდლიბში მიმდინარე ბოლო მოვლენები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნა განხილული. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მომავალ კვირას უნდა გაგრძელდეს.


საკვანძო სიტყვები: #შეხვედრა , #იდლიბი , #ანკარა

მსგავსი ინფორმაციები