ერდოღანმა ე.წ. საუკუნის გეგმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

ერდოღანმა ე.წ. საუკუნის გეგმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

1355763
ერდოღანმა ე.წ. საუკუნის გეგმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა,  მალაიზიის დედაქალაქ კუალა- ლუმპურში გამართულ, საპარლამენტთაშორისო იერუსალიმის პლატფორმაზე წერილის გაგზავნით, თემაზე: „ეფექტური სტრატეგიისკენ, რომელიც დაასრულებს ისრაელის ოკუპაციას“, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული ე.წ. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა. პრეზიდენტი ერდოღანი თავის წერილში წერს: „გეგმა, რომელიც მსოფლიოს დღის წესრიგში შევიდა,  როგორც ე.წ.  „საუკუნის გეგმა“ და იგი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას ისახავს მიზნად, სხვა არაფერია თუ არა ოცნება, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ ოცნების აღსრულებას არ დავუშვებთ. გეგმას, რომელიც პალესტინის ტერიტორიების ანექსიას  და იერუსალიმის უკანონოდ მითვისებას ისახავს მიზნად ჩვენ არ ვაღიარებთ.  ჩვენ არასდროს ვიღებთ ამ ინიციატივას, რომელიც თითქოს და პრობლემის  ორ სახელმწიფოებრიობის ფორმატში მოგვარებას ისახავს მიზნად,  მაგრამ  ამერიკის ადმინისტრაციის ეგიდით ისრაელის ოკუპაციის ლეგიტიმაციას მოიცავს. სანამ პალესტინა წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ოკუპაციას, განადგურებას და ტანჯვას, ისრაელმა უსამართლოდ და უკანონოდ მიაღწია დღევანდელ  საზღვრებს. თურქეთი იერუსალიმის ანექსიის მიმართ არასოდეს გაჩუმდება და პალესტინელ ძმებს ამ სამართლიან ბრძოლაში მარტოდ არ დატოვებს. მუსლიმანი ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობა, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის დაცვაც გახლავთ".



მსგავსი ინფორმაციები