გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე თურქეთმა იდლიბის საკითხზე გაფრთხილება გააკეთა

გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე თურქეთმა იდლიბის საკითხზე გაფრთხილება გააკეთა

1355151
გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე თურქეთმა იდლიბის საკითხზე გაფრთხილება გააკეთა

თურქეთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუდმივმა წარმომადგენელმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ, ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ თებერვლის ბოლომდე სირიის იდლიბის რეგიონიდან გასვლის საკითხზე გაფრთხილება გააკეთა.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ასადის რეჟიმის იდლიბზე თავდასხმების გამო საგანგებო შეხვედრა გამართა.  

შეკრებაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი თავის ძალებს იდლიბის რეგიონიდან არ გაიყვანს და სადამკვირვებლო პუნქტებს არ დატოვებს.

მისივე თქმით, ასადის რეჟიმი მკაცრად დაისჯება, თუკი ის თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტებს ისევ თავს დაესხმება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ უნდათ რეჟიმი იდლიბიდან თვის ბოლომდე გავიდეს.

სინირლიოღლუმ აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო 10 წლის განმავლობაში არაერთხელ იყო მოწვეული მოძალადე რეჟიმის დარღვევების განსახილველად, მაგრამ რეჟიმის მიერ წარმოქმნილ საფრთხეებში ცვლილებები არ მომხდარა და საერთაშორისო საზოგადოებას შემაკავებელი ზომების გატარება მოსთხოვა.

ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში კელი კრაფტმაც განაცხადა, რომ ასადის რეჟიმის თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე თავდახმის საპასუხო თურქეთის რეაქციას აშშ მხარს უჭერს.

გერმანიის წარმომადგენელმა კრისტოფ ჰოისგენმა თავისი ქვეყნის თურქეთისადმი მხარადაჭერა გამოხატა და დასძინა: "რეჟიმის მიერ დაძაბულობის ესკალაცია მიუღებელია."

რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებულ ერებში ვასილი ნებენზიამ მხოლოდ ის თქვა, რომ მათ თურქეთთან კონტაქტი აქვთ.

მექსიკაში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, თურქეთისა და რუსეთის ჯარები იდლიბში არსებული მდგომარეობის მოგვარებას ცდილობს.



მსგავსი ინფორმაციები