ერდოღანი ხვალ კიევს მიემგზავრება

ზელინსკისთან ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებს განიხილავენ

1351659
ერდოღანი ხვალ კიევს მიემგზავრება

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, თურქეთ-უკრაინის უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-8 შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით ხვალ, ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დედაქალაქ კიევში გამართულ საბჭოს სხდომაზე,  რომელსაც ერდოღანი და მისი უკრაინელი კოლეგა ვლადიმერ ზელინსკი უხელმძღვანელებენ, ორმხრივი და რეგიონალური საკითხები, შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით სრულად იქნება განხილული. გარდა ამისა, პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრაზე ურთიერთ მოსაზრებებს გაცვლიან ყირიმელი თათრების მოქალაქეობის სტატუსის შესახებ, ხოლო ამის პარალელურად, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ასევე შეფასდება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. ამავე ინფორმაციით, ერდოღანი და ზელენსკი თურქეთ-უკრაინის ბიზნეს-ფორუმსაც შეუერთდებიან და მის ფარგლებში თურქ და უკრაინელ ბიზნესმენ-საქმოსნებსაც შეხვდებიან

 



მსგავსი ინფორმაციები