ერდოღანმა მკაცრად დაგმო ტრამპის საუკუნის შეთანხმება

“ეს არის ისრაელის მხრიდან პალესტინის საოკუპაციო პროექტი”

1350654
ერდოღანმა მკაცრად დაგმო ტრამპის საუკუნის შეთანხმება

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, გუშინ, სიტყვით გამოვიდა ანატოლიის გამომცემელთა ასოციაციის (AYD) მიერ ორგანიზებულ ანატოლიური მედიის დაჯილდოების მე-5 ცერემონიაზე და მკაცრი უარყოფითი რეაგირება მოახდინა რა ტრამპის მიერ წარმოდგენილ  პალესტინის გამყოფ გეგმაზე, თქვა: ”ისინი  საუკუნის შეთანხმებას უწოდებენ ამ პროექტს. რა შეთანხმება, რის შეთანხმება, ეს არის საოკუპაციო პროექტი”. მისივე თქმით, პალესტინის ბედი არ შეიძლება შეიცვალოს და რომ იერუსალიმიც გასაყიდი არ არის. "იერუსალიმი არის ჩვენი წითელი ხაზი. მე მჯერა, რომ ასობით და ათასობით პალესტინელი გააგრძელებს ბრძოლას აქ სისხლისღვრის ხარჯზე. ჩვენც მზად ვართ ამისთვის," აღნიშნა თურქმა პრეზიდენტმა. მისივე აზრით, უცხოეთში კვლავ აგრძელებენ დიდ ძალისხმევას და მცდელობებს, რათა თავიანთ საზოგადოებებში ანტი თურქული განწყობილება შექმნან. "ცრუ და უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელებით, დიდ მცდელობებს იჩენენ თურქეთის სახელმწიფოსა და თურქი ერის დისკრედიტაციისათვის რა, ამ საქმეში მეწინავეობენ სომხური და ბერძნული ლობები, ქურთული ტერ ორგანიზაციები,  რადიკალური დეაში, ფეტო და სხვები.  მე მჯერა, რომ თუ თურქი ჟურნალისტები, ბიზნესმენ-საქმოსნები, ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები,  სტუდენტები და სხვები თავიანთ უცხოელ კოლეგებს სიმართლეს აუხსნიან, მაშინ, ჩვენს მიმართ არსებული უარყოფითი განწყობა შეიცვლება“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები