ჯოზეფ ბორელმა ჩავუშოღლუს სამძიმარი გამოუცხადა

უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გუშინ სატელეფონო საუბარი გამართეს

1347704
ჯოზეფ ბორელმა ჩავუშოღლუს სამძიმარი გამოუცხადა

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ელაზიღის რაიონ სივრიჯეში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო, საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუდ ჩავუშოღოლუს სამძიმარი გამოუცხადა.

დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გუშინ სატელეფონო საუბარი გამართეს.
ბორელმა, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა ჩავუშოღლუს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან ყველა სახის დახმარებისთვის.

ბორელმა მანამდე სოციალური ქსელით Twitter-ით გაკეთებულ გზავნილში განაცხადა: "ჩვენ ვფიქრობთ თურქ ხალხზე, დაღუპულთა ოჯახებზე, დაშავებულებზე და დაზარალებულებზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქ ხალხს."



მსგავსი ინფორმაციები