თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1347388
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ელაზიღის ოლქის სივრიჯეს რაიონში გუშინ წინ, თურქეთის დროით 20:55 საათზე  მომხდარი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. მიწისძვრის შედეგად 1607-ზე მეტი დაშავდა. ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან ამ დროისათვის 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რეგიონში პირველი მიწისძვრის შემდეგ 533-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ექვსი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წამს გაგრძელდა რა, იგი იგრძნეს ადანაში, ჰათაიში, თუნჯელში, გაზიანთეფში, შანლიურფაში, მალათიაში, მარდინში, სამსუნში, თოქათში, ჩორუმში, მარდინში, კეისერში და სირიის ჩრდილოეთში. მეორეს მხრივ გუშინ მიწისძვრისგან დაზარალებულ რაიონებს ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესტუმრა და მოსახლეობას მომხდარის გამო თანაუგრძნო რა, ყოველგვარ დახმარებას და თანადგომას დაჰპირდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ელაზიღში და მალათიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისადმი საქველმოქმედო დახმარებები გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #თურქეთ

მსგავსი ინფორმაციები