ერდოღანმა აფრიკაში ვიზიტის წინ ათათურქის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა

ერდოღანმა აფრიკაში ვიზიტის წინ ათათურქის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა

1347467
ერდოღანმა აფრიკაში ვიზიტის წინ ათათურქის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აფრიკის ქვეყნებში გამგზავრების წინ სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა და დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი სამუშაო ვიზიტით აფრიკის ქვეყნებიდან ალჟირს, გამბიას და სენეგალს ეწვევა. იგი აფრიკის ტურნეს ფარგლებში ჯერ  ალჟირში ჩავა სადაც თავის კოლეგა, აბდელმაჯიდ ტებუნს შეხვდება. „ბატონ ტებუნთან ბერლინის კონფერენციის დროს პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა გვქონდა. რა თქმა უნდა ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ. ალჟირში გასამართი შეხვედრის დროსაც ასევე ორმხრივ ურთიერთობებს დეტალურად განვიხილავთ. ჩვენ ამ ქვეყანასთან 3,5 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა გვაქვს. ასევე გვსურს ალჟირში ბიზნეს ფორუმი გავმართოთ. შეხვედრაზე ასევე ლიბიის და სხვა რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებსაც განვიხილავთ,“ განაცხადა ერდოღანმა.  პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს ასევე განაცხადა, რომ ალჟირის შემდეგ გამბიას ეწვევა. მისივე თქმით, გამბიაში ეს თურქეთის მხრიდან პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი იქნება, რომელსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რადგან გამბია, აფრიკული პირველი ქვეყანა გახლავთ, რომელმაც ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს სკოლები დახურა. თურქეთის პრეზიდენტი აფრიკულ ტურნეს სენეგალში დაასრულებს. ერდოღანმა ათათურქის აეროპორტში გამართული პრესკონფერენციის დროს დასძინა, რომ სენეგალის პრეზიდენტ,  მაკი სალისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს რა, ვიზიტის ფარგლებში როგორც საინვესტიციო, ასევე სხვა მრავალ საკითხს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთი ბოლო 17 წელია აფრიკის ქვეყნებთან მრავალმხრივ გაფართოებულ პოლიტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ ხნის განმავლობაში თურქეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში სერიოზული წინსვლა დაფიქსირდა რა, სავაჭრო ბრუნვა 26 მილიარდი დოლარით გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები