პრეზიდენტმა ერდოღანმა 2019 წელის შეაფასა

ერდოღანმა საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა

1342112
პრეზიდენტმა ერდოღანმა 2019 წელის შეაფასა
cumhurbaskani erdogan 2019 degerlendirme1.jpg

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ლიბიაში სამხედროების გაგზავნის ერთადერთი მიზეზი, ლეგიტიმური მთავრობის მიერ პოზიციის შენარჩუნება და სამომავლო სტაბილურობა გახლავთ. ამის შესახებ ერდოღანმა,   ბეშთეფეს კულტურის და კონგრესის ცენტრში, „2019 წლის შეფასების“ დრო განაცხადა. „ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთის საკუთარ სახმელეთო და საზღვაო  საზღვრებში  მიმწყვდევას შეეცადნენ. ჯერ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან და შემდეგ ლიბიასთან გაფორმებული „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“-თ მათი ეს მცდელობები ვერ აღსრულდა. ლიბიაში, ჩვენს მიერ ჯარების გაგზავნის ერთადერთი მიზეზი, ლეგიტიმური მთავრობის შენარჩუნება და სტაბილურობაა. თურქეთი სირიის და ერაყის კრიზისი მიმართებაშიც ყოველთვის ტოლერანტი გახლდათ და არანაირი წარმომავლობითი სხვაობა არ გამოგვივლენია ჩაგრულების მიმართ. სირიის კრიზისთან მიმართებაში, ჩვენს საზღვრებთან მომრავლებული ტერორისტების მიმართ, იძულებული ვიყავით ფიზიკურად  გვემოქმედა იქ. სწორედ ამის ფარგლებში განვახორციელეთ „ევფრატის ფარი“-ს და „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციები, რომლებითაც დაეში-ს და PYD-ს მეშვეობით იქ მზაკვრული ღონისძიებების გატარების მსურველებს, ეს გეგმები ჩავუშალეთ. რაც შეეხება სოჭის მემორანდუმს, იდლიბის პროვინციაში დაახლოებით 4 მილიონ ადამიანზე იმოქმედა. ამ რეგიონში სრული სიმშვიდის დასამყარებლად ჩვენი ძალისხმევა გრძელდება. პალესტინის საკითხთან მიმართებაში კი ყოველთვის ვიყავით ისრაელის მთავრობის არასამართლიანი ქმედებების წინააღმდეგი და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. რაც შეეხება თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს, ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო პერიოდში უფრო მნიშვნელოვან და წინსვლით იმპულსს დავამყარებთ“, განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები