იბრაჰიმ ქალინმა CNN International-ს ინტერვიუ მისცა

იბრაჰიმ ქალინმა CNN International-ს ინტერვიუ მისცა

1341156
იბრაჰიმ ქალინმა CNN International-ს ინტერვიუ მისცა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა მსოფლიოში წამყვან ამერიკულ საინფორმაციო ტელეკომპანია,  CNN International-ს ინტერვიუ მისცა და დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ქალინმა ინტერვიუს დროს,  ლიბიის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ყველაფერი მყიფეა. მან, თურქეთ-ლიბიის ურთიერთობებსაც შეეხო და დასძინა, რომ ისტორიული წარსული აკავშირებთ ერთმანეთს რა, თურქეთი,  ჩრდილოეთ აფრიკაში პოლიტიკურ სტაბილურობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი 8 იანვარს პრეზიდენტ, ერდოღანსა და პუტინს შორის, სტამბოლში გამართული შეხვედრის შედმეგ დადგა დღის წესრიგში. შეგახსენებთ, რომ ხალიფა ჰაფტარმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი დრო მოითხოვა. იბრაჰიმ ქალინმა ასევე გაეროს სპეციალურ წარმომადგენელ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაწეულ სამუშაოებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი ეს ქმედება მისასალმებელია. პრეზიდენტის პრესსპიკერმა CNN International-თან ინტერვიუს დროს 3 იანვარს ამერიკის მხრიდან, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდლის ქასიმ სულეიმანის  და შიიტური დაჯგუფება, „ჰაშდი შაბი“-ს მთავარსარდლის მოადგილე მეჰდი ალ-მუჰენდისის მკვლელობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ  თურქეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონი კიდევ ნუ გადაიქცევა შეტაკებების „ჭაობად“ რა, ამის ფარგლებში როგორც ამერიკასთან, ასევე,  ირანთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.


საკვანძო სიტყვები: #ინტერვიუ , #CNN International , #იბრაჰიმ ქალინი

მსგავსი ინფორმაციები