პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1337952
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი,  ერაში, სირიასა და ხმელთაშუა ზღვაში საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვას როგორც წარსულში, მომავალშიც გააგრძელებს. პრეზიდენტმა  ერდოღანმა ბეშთეფეს კულტურისა და კონგრესის ცენტრში გამართულ საჯარო სამსახურებში  დანიშვნების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ზოგიერთ წრეებს, თურქეთის საკუთარ სანაპიროებზე ჩაკეტვა  სურთ რა, ამას არ დაჯერდებიან. პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან და ლიბიასთან გაფორმებული მემორანდუმებით ზოგიერთი წრეების ეს თამაშები ჩაშალეს. „თურქეთი, ერაყშიც, სირიაშიც და ხმელთაშუა ზღვაშიც საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვას ყოველთვის გააგრძელებს. ამ თვალსაზრისით ლიბიაში სამხედროების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით ერის, ერთად დგომაა საჭირო. იმედს გამოვთქვამ, რომ ღმერთის წყალობით ამ საკითხშიც მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევთ. წარმატების მიღწევამდე, ჩვენ დგომა და შეყოვნება არ შეგვეფერება და არც ვაპირებთ ამას“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები