თურქეთმა უკრაინასა და ირანს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა უკრაინასა და ირანს სამძიმარი გამოუცხადა

1337227
თურქეთმა უკრაინასა და ირანს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა, უკრაინის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ირანში ჩამოვარდნის გამო უკრაინის და ირანის მოსახლეობებს და მთავრობებს სამძიმარი გამოუცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.

„მეგობარ უკრაინელ და ირანელ ხალხს და მთავრობას ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ, ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს.“-ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეირანის იმამ ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი Boeing 737 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში მიფრინავდა, აფრენიდან მალევე ადგილობრივი დროით 06.18 საათზე ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

თვითმფრინავში მყოფი ყველს მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, მთლიანობაში 176 ადამიანი, დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #ირანი , #სამძიმარი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები