ჰამი აქსოი: „თურქეთი, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მიმართ მხარდაჭერას გააგრძელებს“

ჰამი აქსოი: „თურქეთი, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მიმართ მხარდაჭერას გააგრძელებს“

1332810
ჰამი აქსოი: „თურქეთი, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მიმართ მხარდაჭერას გააგრძელებს“

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ თურქეთი როგორც დღემდე, დღეს და ხვალაც ლიბიის ეროვნული თანხმობის ლეგიტიმურ მთავრობის მიმართ მხარდაჭერას გააგრძელებს. ჰამი აქსოიმ,  ლიბიის თაობაზე, არაბული ლიგის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა რიგგარეშე შეხვედრას წერილობითი განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ გაეროს მიერ ლეგიტიმურად აღიარებული ერთადერთი მთავრობის მიმართ, ხუნტა გენერალ ხაფთარის მიერ დაქირავებული სამხედროები უკვე თვეებია დედაქალაქ ტრიპოლის აღებას ცდილობენ რა, ამის საპასუხოდ, არაბულ ლიგას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. მისივე თქმით, თურქეთის თხოვნაა, კრიზისის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად პირველ რიგში თავდასხმების შეჩერებაა. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, თურქეთი ლიბიის ეროვნული თანხმობის ლეგიტიმურ  მთავრობის მიმართ მხარდაჭერას, რათა,  ქვეყანაში მშვიდობამ  და სტაბილურობამ  დაისადგუროს,  როგორც წარსულში, დღესაც და ხვალაც მტკიცედ გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები