ლიბიის რეზოლუცია განსახილველად პარლამენტს გადაეცა

პირველი გენერალური სესია 2 იანვარს შესდგება

1332249
ლიბიის რეზოლუცია განსახილველად პარლამენტს გადაეცა

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც თურქი ჯარების ლიბიაში შესვლას ითვალისწინებს, განსახილველად გადაეგზავნა თურქეთის  დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ ასამბლეას. ეს რეზოლუცია ლიბიაში თურქი ჯარების გაგზავნის აუცილებლობების და მოტივაციის შესახებ საუბრობს და ამიტომ, მასში ხაზი ესმება ამ ქვეყანაში კონფლიქტებისა და ტერორის კლიმატს. "იმ შემთხვევაში, თუ ლიბიაში კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზრდება, მაშინ, იგი თურქეთის ეროვნულ ინტერესებზეც უარყოფითად აისახება", ხაზგასმულია რეზოლუციაში. თუ ეს რეზოლუცია მიღებულ იქნება თურქეთის ეროვნული მეჯლისის მიერ, მაშინ, თურქი ჯარები ლიბიაში შევლენ და დარჩებიან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მათ უფლებამოსილებებში შევა:

- ლიბიაში ინსტიტუციური არმიის ფორმირებისთვის საჭირო სასწავლო და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა,
- შესაბამისი ზომების მიღება იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე შეექმნება თურქეთის ეროვნულ ინტერესებს,

- თავიდან აიცილოს ლიბიაში მოქმედი არალეგიტიმური შეიარაღებული დაჯგუფებებისა და ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმები თურქეთის ეროვნულ ინტერესებზე

- ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ლიბიელ ხალხს,
- შეასრულოს ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის მოთხოვნა სამხედრო დახმარების თაობაზე. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალური ასამბლეა ამ რეზოლუციის განსახილველად ხუთშაბათს, 2 იანვარს, 14:00 საათზე შეიკრიბება



მსგავსი ინფორმაციები