ერდოღანი: „ლიბიის მთავრობას, ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ ყველა სახის მხარდაჭერას გავუწევთ“

ერდოღანი: „ლიბიის მთავრობას, ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ ყველა სახის მხარდაჭერას გავუწევთ“

1330011
ერდოღანი: „ლიბიის მთავრობას, ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ ყველა სახის მხარდაჭერას გავუწევთ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლიბიის მთავრობას, ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ ყველა სახის მხარდაჭერას გაუწევენ. პრეზიდენტმა ამის შესახებ, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ხშირად ისმის კითხვა;  ლიბიაში სამხედროების გაგზავნას აპირებთ?   ჩვენს სადაც მიგვიწვევენ იქ წავალთ. მაგრამ სადაც არ მიგვიწვევენ იქ არ წავალთ. თურქეთ-ლიბიას შორის ხელმოწერილი, „უსაფრთხოების და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმსა“ და „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“, ძალში უკვე შევიდა რა, გაეროშიც დავარეგისტრირეთ. ჩვენი მიზანი, ხმელთაშუაზღვაში ვინმეს უფლებების წართმევა არ გახლავთ, არამედ,   ჩვენი მიზანი ამ რეგიონში ჩვენი უფლებების დაცვაა. ჩვენ ეს ნაბიჯი, რომ არ გადაგვედგა, თურქეთის ხმელთაშუაზღვაში შეიძლება ითქვას, რომ ერთ კუთხეში მიმწყვდევას გეგმავდნენ. არ შეიძლებოდა ამ თამაშების წინააღმდეგ ხელდაკრეფილი გვეყურებინა. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი არდადეგებიდან დაბრუნდება თუ არა, ლიბიაში საჭიროებისამებრ  სამხედროების გაგზავნის  მანდატს, ჩვენი პარტია მაშინვე წარადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპის და არაბული ქვეყნები, ხუნტა ხალიფა ჰაფთარს უჭერს მხარს, ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას ვუჭერთ მხარს და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც“, აღნიშნა ერდოღანმა. პრეზიდენტმა პარტიის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ  თურქეთი ერთგვარი ცივილიზაციის აუზია რა, ეს აუზი ხმელთაშუაზღვის და ჩრდილოეთ აფრიკით შემოიფარგლება, მისივე თქმით, ლიბია,  თურქეთისთვის გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის მემკვიდრეობაა.



მსგავსი ინფორმაციები