პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა აქტუალურ საკითხებზე განცხადებები გააკეთება

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა აქტუალურ საკითხებზე განცხადებები გააკეთება და შეკითხვებს უპასუხა

1329219
პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა აქტუალურ საკითხებზე განცხადებები გააკეთება

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში შეუძლებელია განხორციელდეს რომელიმე გეგმა, რომელიც თურქეთს არ გაითვალისწინებს.

იბრაჰიმ კალინმა, გუშინ კაბინეტის სხდომის პარალელურად განცხადებები გააკეთება და შეკითხვებს უპასუხა.

ქალინმა აღნიშნა, რომ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-თი შექმნილ უსაფრთხო ზოლში უფრო მშვიდობიანი და სტაბილური გარემოა და დაამატა: „მაგრამ ამ რეგიონებში (სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის სირიის განშტოება) YPG/PYD ტერორს შეუჩერებლად აგრძელებს.“

იბრაჰიმ კალინი ასევე შეეხო იდლიბში ბოლო დროს რეჟიმის მიერ შეტევების  გახშირებას.

„ჩვენ ველით, რომ შეტევები რაც შეიძლება მალე შეწყდება, ეს ახალი ცეცხლის შეწყვეტით განხორციელდება. ეს არის ჩვენი ძირითადი მოლოდინი რუსეთის მხრიდან... აქვე შეგახსენებთ, რომ რუსულ მხარეს უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.“-განაცხადა ქალინმა

ქალინის განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე ეგვიპტე, ისრაელი, სამხრეთ კვიპროსის ბერძნული მმართველობა და საბერძნეთი გაერთიანდა, თურქეთი მთლიანად გაერთ დატოვა და მთელი რიგი შეხვედრები ჩაატარა, შეთანხმებები დადო, პროექტები შექმნა და ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია.

მხოლოდ თურქეთის მიერ ლიბიასთან შეთანხმების გაფორმების დროს გაისმა ერთგვარი ბრალდებები „თურქეთის მიერ საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო მოქმედებების“ თაობაზე და დაამატა, რომ ხმელთაშუა ზღვაში შეუძლებელია განხორციელდეს რომელიმე გეგმა, რომელიც თურქეთს არ გაითვალისწინებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ლიბიის მთავრობის მიერ იტალიის, საფრანგეთის მსგავს ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმებები არსებობს და მათ ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

„არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს თურქეთის მიერ დადებული შეთანხმებების ლეგიტიმურობა. მაგრამ, როგორც ზოგადი პრინციპი ყველამ უნდა იცოდეს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის გარეშე მშვიდობა და სტაბილურობა ვერ დამყარდება.“-განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.


საკვანძო სიტყვები: #იბრაჰიმ ქალინი , #პრესსპიკერი

მსგავსი ინფორმაციები