იბრაჰიმ ქალანი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს რობერტ ობრაიანს ესაუბრა

იბრაჰიმ ქალანი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს რობერტ ობრაიანს ესაუბრა

1328781
იბრაჰიმ ქალანი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს რობერტ ობრაიანს ესაუბრა

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალანი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს რობერტ ობრაიანს ესაუბრა.

პრეზიდენტის პრესცენტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალინსა და ობრაიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა რა დროსაც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასევე სირიასა და ლიბიაში უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით ერთმანეთს მოსაზრებები გაუცვალეს.

საუბრის დროს აღინიშნა, რომ თურქეთი რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხზე მუშაობას გააგრძელებს, განიხილული იქნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე პროცესები და ხაზგასმული იქნა ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პრინციპული პოზიცია.

 


საკვანძო სიტყვები: #იბრაჰიმ ქალინი , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები