პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-ში შეხვედრები გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-ში შეხვედრები გამართა

1306117
პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-ში შეხვედრები გამართა

 

პრეზიდენტი ერდოღანი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ტრამპთან პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ შეკრებას დაესწრო, რომელშიც ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორიც იღებდა მონაწილეობას. 

ერდოღანმა აქ დასმული ერთ-ერთი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თურქეთს, რომელიც ქურთებს ძმებად მიიჩნევს, ყველაზე მეტი ქურთი მოსახლეობა ჰყავს და ყოფილი პრეზიდენტის ობამას პერიოდში სირიიდან თურქეთში 350 ათასი ქურთი ემიგრირდა. 

" თქვენ ქურთს ვისაც ეძახით ეგენი კი PKK-PYD-YPG-ა. ეს ტერორგანიზაციაა" - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, (ადრე მას ტრამპმა „გენერალი“ უწოდა ) მაზლუმ კობანის კოდური სახელის მქონე ტერორისტი, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს მეთაურის სულიერი შვილია. 

ერდოღანმა დასძინა, რომ სირიის საზღვართან შესაქმნელ უსაფრთხო ზონაში 6 თვიდან 2 წლამდე ვადაში 1 მილიონი დევნილის განსახლებისათვის გეგმა/პროექტები მზად არის.  

ამის შემდეგ ერდოღანმა და ტრამპმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები