ერდოღანმა უნგრეთში გამგზავრების წინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

რამდენი დაეში-ს ტერორისტი იმყოფება თურქეთის ციხეებში?

1301909
ერდოღანმა უნგრეთში გამგზავრების წინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონიდან, რომელიც  რუსეთთან და აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში შეიქმნა, სეპარატისტულ ტერ-ორგანიზაცია YPG/PKK-ს ტერორისტების გაყვანის პირობა არ შესრულებულა. მან ამის შესახებ ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გამგზავრების წინ ანკარაში,  ესენბოღას აეროპორტში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „ჩვენ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს მეშვეობით, სირიის ჩრდილოეთში საგარეო ძალების მიერ  8 წლის მანძილზე მომზადებული  მზაკვრული გეგმა, ანუ ტერორის დერეფნის ჩამოყალიბება, 8-9 დღეზე აღმოვფხვერით. თურქეთი არასოდეს დაივიწყებს იმათ, ვინც ჩვენს წინაშე გამოსვლის მიზნით ტერ-ორგანიზაციებს ყოველგვარ პატრონაჟს უწევდა. აშშ-მ რომელმაც ჩვენს სიტყვა მოგვცა, რომ სირიის ჩრდილოეთიდან YPG/PYD, DEAŞ, PKK-ს ტერორისტები 120 საათის განმავლობაში უნდა გაეყვანათ,  პირობა არ შესრულებულა. ანალოგიური სიტუაციაა რუსეთთან, სოჭში გაფორმებული 150 საათიანი მემორანდუმის ზონაშიც. ხსენებული ტერ-ორგანიზაციები ამჟამად სირიის ეროვნულ არმიაზე ახორციელებენ თავდასხმებს. მხოლოდ დღეს დილით 11 ჯარისკაცი დაიღუპა. რა თქმა უნდა მოწინააღმდეგე მხარემ უფრო მეტი დანაკარგი განიცადა. რაც შეეხება  დაეში-ს ე.წ. ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის   მეუღლის დაკავებას, იგი თითქმის წელიწადნახევარია ჩვენს ხელთ არის. მის შესახებ შესაბამის განაჩენს იუსტიციის სამინისტრო მიიღებს. დღემდე თურქეთში შემოსვლის უფლება  დაეში-ს 76 ათას წევრს არ მიეცა, დეპორტაცია კი 7550 პირს გაუკეთდა. ამჟამად თურქეთის ციხეებში  1149 დაეში-ს ტერორისტი იმყოფება,“   განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები