თავდაცვის სამინისტრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ განცხადებას ავრცელებს

1292938
თავდაცვის სამინისტრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ განცხადებას ავრცელებს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ჩრდილოეთ სირიაში, ამჟამინდელი ოპერაციის არეალის მიღმა, ახალი ოპერაციის განხორციელების საჭიროება არ არსებობს. სამინისტრომ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით 6 პუნქტიანი განცხადება გაავრცელა. სამინისტროს განცხადებაში, აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომელშიც  აღნიშნულია, რომ როგორც ვაშინგტონმა ანკარას აცნობა, რომ  PKK/YPG წევრებმა შეთანხმების ფარგლებში აღნიშნულ  „უსაფრთხო ზონიდან“ გასვლის პროცესი, დასრულებულია. „22 ოქტომბერს,  ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის ქალას სოჭში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, დღეიდან რეგიონში  რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ერთობლივ სამუშაოებს დავიწყებთ. ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს არეალის მიღმა  ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების და YPG-ს ტერორისტების 30 კმ-ის გარეთ გაყვანის მიზნით, ახალი ოპერაციის განხორციელების საჭიროება ამჟამად აღარ არ არსებობს,“ ნათქვამია ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები