რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში?

რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში?

1291742
რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს, ინგლისურენოვანი სამაუწყებლო არხის და ინტერნეტ გვერდის TRT World-ის, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დასავლეთი ამ სიტყვებით გააკრიტიკა: „აბა თქვენ ტერორიზმის წინააღმდეგი იყავით, როდის მერე დაიწყეთ ტერორისტებთან თანამშრომლობა?“ პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არავისი ქვეყნის ტერიტორიებზე თვალი არ უჭირავთ. „ზოგ-ზოგიერთები შეიძლება სირიაში, ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში ან კიდევ ბალკანეთის ქვეყნებში სხვადასხვა მიზნების განსახორციელებლად იმყოფებიან, მაგრამ, თურქეთს ზემოთ ხსენებული ქვეყნების ხალხებთან მხოლოდ და მხოლოდ ძმური კავშირი აქვს და ამისათვის უწევს მათ თანადგომას  ამიტომ, ჩვენი, სირიაში ყოფნის ერთადერთი მიზეზიც იქ მცხოვრები ჩვენი ძმების პრობლემების გადალახვა  გახლავთ. თურქეთი ყოველთვის გაჭირვებულის გვერდით იდგა და ასე გააგრძელებს მომავალშიც.

ჩვენ, დღემდე  არცერთ შემთხვევაში ტერორისტებთან მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს  და არც გავმართავთ. დიპლომატიური ზეწოლა, ძლიერების მიერ სუსტი ქვეყნების მიმართ გამოყენებული ერთ-ერთი იარაღია, მაგრამ ეს ყოველთვის არ გაამართლებს. მთელი დასავლეთი ქვეყნები ტერორისტების გვერდით დადგნენ და ჩვენს წინაშე ილაშქრებენ. მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნებიც. აბა თქვენ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდით, როდის მერე დაიწყეთ ტერორისტებთან თანამშრომლობა? სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აუცილებელ ნაბიჯებს ხვალ, პრეზიდენტ,  ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადავდგამთ,“ განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები