მევლუთ ჩავუშოღლუმ BBC–სთან ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

მევლუთ ჩავუშოღლუმ BBC–სთან ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1289938
მევლუთ ჩავუშოღლუმ BBC–სთან ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი, სირიის არმიის მხარდაჭერით ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-ს რეგიონიდან გაწმენდს, თურქეთი ამის წინააღმდეგი არ იქნება. მან ამის შესახებ ბრიტანულ ტელეარხ, BBC–სთან ინტერვიუს დროს განაცხადა. თურქმა დიპლომატმა ინტერვიუს დროს, თურქეთის მიერ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში წარმოებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ, თურქეთის სამხრეთ საზღვარზე ტერორის დერეფნის ჩამოყალიბების აღმოფხვრა, რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება,  თურქეთში თავშეფარებული სირიელი მიგრანტებისათვის ამ რეგიონში უსაფრთხო ზონის შექმნა და სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაა. ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთს ოპერაციის ბოლომდე მიყვანა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.



მსგავსი ინფორმაციები