ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს დროს განეიტრალებული ტერორისტების რიცხვი 550-მდე გაიზარდა

ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს დროს განეიტრალებული PKK/PYD-YPG-ელი ტერორისტების რიცხვი 550-მდე გაიზარდა

1287434
ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს დროს განეიტრალებული ტერორისტების რიცხვი 550-მდე გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ საზღვართან ტერორის დერეფნის გასანადგურებლად, რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ჩრდილოეთში ტერორგანიზაციების YPG/PKK და DEAŞ-ის წინააღმდეგ დაწყებული და სირიის ეროვნული არმის სამხედროების მიერ მხარდაჭერილი ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ მეექვსე დღესაც წარმატებით გრძელდება.

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში სირიის ეროვნული არმიის სამხედროებმა, სეპარატისტულ ტერორგანიზაცია YPG/PKK-ს ტერორისტებთან მკაცრი შეტაკებების შემდეგ რაიონის ცენტრზე სრულად დაამყარეს კონტროლი.

ტელ აბიადი ოპერაციის დროს რასულაინის შემდეგ აღებული მეორე რაიონის ცენტრია.

სეპარატისტულმა ტერორგანიზაცია YPG/PKK-მ შანლიურფას აქჩაქალეს რაიონის მოპირდაპირე მხარეს სირიის ტერიტორიაზე მდებარე ტელ აბიადი 2015 წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით აიღო.

ამავდროულად, ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს დროს განეიტრალებული PKK/PYD-YPG-ელი ტერორისტების რიცხვი 550-მდე გაიზარდა.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის ანგარიშით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შედეგად, რომელიც ევფრატის აღმოსავლეთით გეგმის მიხედვით წარმატებულად გრძელდება,  განეიტრალებული PKK/PYD-YPG-ელი ტერორისტების მთლიანი რაოდენობა 550-მდე გაიზარდა.“



მსგავსი ინფორმაციები