თურქმა ჯარებმა სირიის ჩრდილოეთში უკვე 56 დასახლება გაათავისუფლეს

ქურთი ტერორისტები ფრონტის ხაზიდან გარბიან

1287217
თურქმა ჯარებმა სირიის ჩრდილოეთში უკვე 56 დასახლება გაათავისუფლეს

 

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებით, სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე “მშვიდობის წყაროს“ ოპერაციის ფარგლებში განთავისუფლებულ დასახლებათა რაოდენობამ 56 მიაღწია, მათ შორის არის რაიონული ცენტრი ტელ აბიადი, ლიკვიდირებულია 480 სეპარატისტი, ხოლო ამის პარალელურად თურქ ჯარებს იარაღიანად დანებდა 24 ტერორისტი, რომელთა განცხადებითაც, მათი თანამებრძოლები იარაღს ყრიან,  პანიკურად ტოვებენ ფრონტის ხაზს და გარბიან უსაფრთხო ადგილებში, სადაც მშვიდობიან მოსახლეობაში ირევიან. ამავე განცხადებით, ტერორისტული ფორმირებების მეთაურები იმედგაცრუებულნი არიან თავიანთი მეომრების ქცევით და ზოგან უკვე გაქცეულების დახვრეტის გადაწყვეტილებებიც კი გამოიტანეს



მსგავსი ინფორმაციები