ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ბორის ჯონსონს

განიხილეს სირიის კრიზისი

1286994
ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ბორის ჯონსონს

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთში გაგრძელდება მანამ, სანამ მთლიანად არ აღმოიფხვრება სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციების, PKK-YPG-სა და DEAŞ-ისაგან წამოსული მუქარა-საფრთხეები. თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს და საუბრის დროს თურქმა  პრეზიდენტმა სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთით, 9 ოქტომბერს დაწყებული სამხედრო ოპერაციის, “მშვიდობის წყაროს“ მიმდინარეობისა და მისი მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაციები მისცა. “ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK/YPG-სა და რადიკალური DAESH-ის წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციები გაგრძელდება მანამ, სანამ ტერორისტული საფრთხე სრულად არ აღმოიფხვრება, ხოლო ამის პარალელურად ტერორისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ლტოლვილი სირიელების უკან, სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებას და მათ უსაფრთხო ცხოვრებასაც უზრუნველვყოფთ“, განუცხადა ჯონსონს ერდოღანმა. ჯონსონის თქმით კი, თურქეთი არის ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი  წევრი და ანკარამ დიდი წვლილი შეიტანა როგორც deaş-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე წლების განმავლობაში იფარავს მილიონობით სირიელ ლტოლვილს



მსგავსი ინფორმაციები