ჩავუშოღლუმ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ გაზეთ, The New York Times-ში სტატია გამოაქვეყნა

ჩავუშოღლუმ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ გაზეთ, The New York Times-ში სტატია გამოაქვეყნა

1286801
ჩავუშოღლუმ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს შესახებ გაზეთ, The New York Times-ში სტატია გამოაქვეყნა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ს მედიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ არასწორად იქნა აღქმული. მან ამის შესახებ გავლენიან ამერიკულ გაზეთ, The New York Times-ისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნა: „ჩვენს მიერ დაწყებული ოპერაცია, პირველ რიგში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ხორციელდება. მეორედ, ამ ოპერაციის მიზანი, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, იძულებით მიგრაციაში წასული იმ რეგიონის მკვიდრების საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება და ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნაა. ოპერაცია, იქ მცხოვრებ სირიელებს ტერორისტების ტირანიისგან  გაათავისუფლებს და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს. თურქეთი, მისი საზღვრის გასწვრივ ტერორისტული დაჯგუფებების მიერ მართულ ტერორის დერეფანს არასოდეს დაუშვებს. ამ ოპერაციის მეშვეობით ასევე უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბებაც უნდა მოხდეს, რაც მრავალმხრივ მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ, აშშ-ს მთავრობა მრავალჯერ გავაფრთხილეთ, რომ ტერორისტებისთვის მხარდაჭერა შეეწყვიტათ. ჩვენმა მოკავშირე, ამერიკამ კი ეს არ გაითვალისწინა, ამიტომ, ჩვენ იძულებული ვიყავით გვემოქმედა ისე, როგორც ვიმოქმედეთ. თურქეთის მიერ წარმოებული ეს ოპერაცია არავითარ შემთხვევაში ქურთების წინააღმდეგ არ არის მიმართული არამედ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ვიბრძვით. ოპერაციის ფარგლებში ჩვენი ყველაზე მთავარი მისია ასევე ის გახლავთ, რომ სამოქალაქოები არანაირად არ დაზარალდნენ და ამოისათვის ყველაფერს ვაკეთებთ,“ აცხადებს ჩავუშოღლუ,  ნიუ-იორკ ტაიმსისთვის დაწერილ სტატიაში.



მსგავსი ინფორმაციები