ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ გრძელდება

ოპერაციის მესამე დღეს 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

1286646
ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ გრძელდება

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში ევფრატის აღმოსავლეთში ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობისათვის წარმოებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს მესამე დღეს გავრცელდა ინფორმაცია თურქი სამხედროების  დაღუპვის შესახებ.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK/PYD-ს წევრებთან შეტაკების დროს ოთხი  სამხედრო დაიღუპა. სამინისტრო თავის განცხადებაში ასევე დაღუპულების ოჯახებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს. ოპერაციის დროს ასევე დაშავებული სამხედროებიც არიან, რომლებიც საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ მთელი ღამის განმავლობაში ჰაერიდან და ხმელეთიდან წარმატებით გრძელდებოდა და განეიტრალებულ ტერორისტთა რიცხვი 342-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მშვიდობის წყარო , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები