ერდოღანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს სირიის ჩრდილოეთში დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია

1284817
ერდოღანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა

 

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ  მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია, ხელს შეუწყობს სირიის მშვიდობასა და სტაბილურობას. პრეზიდენტის პრეს სამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საუბრის დროს აღნიშნა, რომ დაგეგმილი სამხედრო მოქმედება ევფრატის აღმოსავლეთით, ხელს შეუწყობს სირიის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხოლო ამის პარალელურად გზას გაუხსნის სირიაში პოლიტიკურ პროცესებს. ერდოღანის თქმით, სირიელების უფლებებისა და მათი ინტერესების დაცვას დიდ მნიშვნელობას აძლევენ და ამასთან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ამ პროცესებისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულებას გამოიჩენს



მსგავსი ინფორმაციები