ერდოღანმა ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა
“2023 წელს, 75 მილიონი უცხოელი ტურისტის მასპინძლობა გვსურს“
27 სექტემბერი, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სოციალურ ქსელ Twitter–ის ანგარიშიდან მესიჯი გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ 2023 წლისათვის, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის საიუბილეო, მეასე წლისათვის მათი მიზანია, უცხოელი ტურისტების რაოდენობის 75 მილიონამდე გაზრდა. "ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას უცხოელი ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად. ასე რომ ჩვენი მიზანია, 2023 წელს მასპინძლობა გავუწიოთ 75 მილიონ ტურისტს", აღნიშნავს ერდოღანი. ამავე მესიჯში იგი ხაზს უსვამს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ისინი ძირითადად 7 მიმართულებით მუშაობენ და ისინია:
-რეკლამა-პოპულარიზაციის გაფართოება-გაღრმავება,
-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება,
-ადამიანური რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენება,
-ტურისტული პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდა,
-სასტუმრო-პანსიონატების შესაძლებლობების გაზრდა,
-კონკურენტუნარიანობისათვის დიდ მნიშვნელობის მიცემა,
- გარემოსდაცვითი მდგრადი განვითარების მიღწევა
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“
თურქეთი: „მკაცრად ვგმობთ ისრაელის შეჭრას სირიის ტერიტორიებზე“