ჩავუშოღლუმ MIKTA-ს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ჩავუშოღლუმ MIKTA-ს მე-15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1277243
ჩავუშოღლუმ MIKTA-ს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ, მექსიკის, ინდონეზიის, სამხერთ კორეის, ავსტრალიისა და თურქეთის მიერ შექმნილ MIKTA-ს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.  

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის შეხვედრების ფარგლებში, როტაციული თავმჯდომარე მექსიკის მასპინძლობის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით MIKTA-ს მე-15 შეხვედრა ჩატარდა.

გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მე-15-ედ ჩატარებულ MIKTA-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რეგიონალური და გლობალური საკითხები განვიხილეთ. ხუთი წლის წინ შექმნილი MIKTA, გაეროს რეფორმებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის გამოსაცოცხლებელად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახლავთ.“



მსგავსი ინფორმაციები