ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

გუშინ ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 12 სეპარატისტი

1274082
ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, თურქეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო ოპერაციები ჩრდილოეთ ერაყში გრძელდება და მის ფარგლებში ჰაფთანის მაღალმთიანეთში გუშინ საღამოს განხორციელებული იერიშის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს წევრი კიდევ 7 ტერორისტი. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, ქვეყანაში მიმდინარე ოპერაციების დროს, კონკრეტულად კი სიირტის ოლქის პერვარის რაიონში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ჟანდარმერიის ძალებმა შესძლეს 5 ქურთი სეპარატისტის განეიტრალება, ე.ი. გუშინ, მთლიანობაში 12 ქურთი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული



მსგავსი ინფორმაციები