ჩავშოღლუ უნგრეთს სტუმრობდა

იგი ამ ქვეყნის პრემიერმა მიიღო

1273026
ჩავშოღლუ უნგრეთს სტუმრობდა

 

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ მიიღო უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ჩავუშოღლუ ბუდაპეშტში გუშინ ჩავიდა და იგი აქ მონაწილეობას მიიღებს თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ევროპული ოფისის გახსნის ცერემონიალში. ამავე ინფორმაციით, ორბან-ჩავუშოღლუს პირისპირი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა, თუმცა, თურქმა მინისტრმა შეხვედრის დასრულების კვალდაკვალ, სოციალურ ქსელ Twitter–ის საშუალებით ასეთი შინაარსის მესიჯი გაავრცელა: ”ჩვენ მადლობას ვუხდით უნგრეთის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს, ბუდაპეშტში, თურქულ ენოვანი ხალხების საბჭოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის მხარდაჭერისთვის”



მსგავსი ინფორმაციები