თურქეთმა,  ბენიამინ ნეთანიაჰუს ანექსიის გეგმა მკაცრად გააკრიტიკა

ჩავუშოღლუ: " ისრაელი კოლექტორი დასჯის და შეიძლება ითქვას, რომ  აპარტეიდის რეჟიმად გადაქცევას ცდილობს"

1269732
თურქეთმა,  ბენიამინ ნეთანიაჰუს ანექსიის გეგმა მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ისრაელის პრემიერის იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ერთი ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით დაპირება მკაცრად გააკრიტიკა. ჩავუშოღლუ, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიმდინარე, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის  რიგგარეშე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა რა დროსაც ისრაელის პრემიერის წინასაარჩევნო დაპირებაზე იმის თაობაზე, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანუ, იორდანიის ველის ანექსიას მოახდენს,  შეაფასა და დასძინა: „ზოგიერთი ქვეყნების ღია მხარდაჭერით, ისრაელი კოლექტორი დასჯის და შეიძლება ითქვას, რომ  აპარტეიდის რეჟიმად გადაქცევას ცდილობს. ნეთანიაჰუს მიერ დაყენებული საკითხი იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან მიმართებაში საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ისრაელის პრემიერის ამდაგვარი განცხადება სამარცხვინოა. იგი ასევე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმასაც ეწინააღმდეგება. მას სურს, რომ ამ დაპირებით მხოლოდ რამდენიმე ხმა მეტი მიიღოს. იმ შემთხვევაში, რომ ყველა მუსლიმანურ ქვეყანას ერთობლივად დაეგმო მათი ასეთი პოლიტიკა, ისრაელი და  ამერიკა  ამ უგუნურ  გეგმებს ვერც კი განიხილავდნენ. თურქეთი არასოდეს მიიღებს მათ ამ უგუნურ  გეგმებს.“



მსგავსი ინფორმაციები