თურქეთმა ერაყს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა, გუშინ ერაყში ქალაქ ქერბელაში აშურეს ცერემონიაზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაღუპულების გამო ამ ქვეყანას სამძიმარი გამოუცხადა

1267161
თურქეთმა ერაყს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა, გუშინ ერაყში ქალაქ ქერბელაში აშურეს ცერემონიაზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაღუპულების გამო ამ ქვეყანას სამძიმარი გამოუცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მწუხარებას გამოთქვამენ ერაყის ქალაქ ქერბელაში მოწყობილი აშურეს ცერემონიაზე მომხდარი ჭყლეტის გამო პირველადი მონაცმებით ათობით ადამიანის დაღუპვისა და 100 ადამიანი დაშავების გამო.

„მოძმე ერაყელ ხალხს გულითად სამძიმარ ვუცხადებთ, დაღუპულების ოჯახებს ვუსამძიმრებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #ჭყლეტა , #სამძიმარი , #ერაყი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები