ფუათ ოქტაიმ ამბროსეტის ფორუმზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ფუათ ოქტაიმ ამბროსეტის ფორუმზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1264852
ფუათ ოქტაიმ ამბროსეტის ფორუმზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ვიცეპრეზიდენტმა ბუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ თურქეთი მიგრანტების ბაზა არ არის და არც დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი კრიზისის საფასურის გადამხდელი ქვეყანაა. მან ამის შესახებ იტალიაში მიმდინარე, 45-ე ამბროსეტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვიცეპრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სირიის კრიზისზე და მიგრანტების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება „ჭიშკრებს გავაღებთ“ ეს არავის მიმართ არც მუქარა და არც ბლეფია. ფუათ ოქტაიმ გუშინ ვლადიმერ პუტინის, თურქეთის G7-ში შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და დასძინა, რომ ანკარა, აღმოსავლეთის და დასავლეთის ბლოკს არ უყურებს არამედ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს რა,  როგორც აღმოსავლეთის ასევე დასავლეთის ბლოკისთვისაც მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.



მსგავსი ინფორმაციები