ჩრდილოეთ ერაყში კიდევ ხუთი  PKK-ს წევრი იქნა განეიტრალებული

რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

1261727
ჩრდილოეთ ერაყში კიდევ ხუთი  PKK-ს წევრი იქნა განეიტრალებული

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული მორიგი საჰაერო ოპერაციის შედეგად PKK-ს კიდევ 5 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ  Twitter-ით   განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ  მიმდინარე წლის 27 მაისს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „კლანჭი“-ს პარალელურად წარმოებული საჰაერო ოპერაციების ფარგლებში გუშინ მეთინას, ავაშინ-ბასიანის და გარას   რეგიონებში მორიგი საჰაერო ოპერაცია განხორციელდა რის შედეგადაც სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს კიდევ 5 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება.“



მსგავსი ინფორმაციები