ერდოღნმა საპრეზიდენტო კომპლექსში მიღება გამართა
“ჩვენ მხოლოდ ქურთულ ტერორიზმს ვერბრძვით“
30 აგვისტოს გამარჯვების დღისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების შექმნის 97-ე წლისთავთან დაკავშირებით რ. თ. ერდოღანმა, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, საპრეზიდენტო კომპლექსში მიღება გამართა და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ საზღვრის იქითა ანტიტერორისტული ოპერაციების ერთადერთი მიზანი თურქეთის საზღვრებისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა. “ჩვენ არავის ტერიტორიაზე თვალი არ გვიჭირავს და ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში წარმოებული ოპერაციები მხოლოდ ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან, სწორედ მათ უნდათ თურქეთის ტერიტორიის მითვისება და ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა. თურქეთი ვერ დარჩება გულგრილი, როცა მის საზღვრებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს, ასე რომ, ჩვენ არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მოძმე და მეზობელი ქვეყნებისა და ხალხების უსაფრთხოებასაც ვიცავთ“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა