მევლუთ ჩავუშოღლუმ ვლადიმერ მაკეის შეხვდა

მევლუთ ჩავუშოღლუ,  მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკომაც მიიღო

1260084
მევლუთ ჩავუშოღლუმ ვლადიმერ მაკეის შეხვდა
çavuşoğlu, lukaşenko.jpg

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ბელარუსიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით ორ ქვეყანას შორის ერთობლივი სავაჭრო სამუშაო ჯგუფი შექმნეს. ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით ბელარუსიაში იმყოფება. მან თავის ბელარუსელ კოლეგა,  ვლადიმერ მაკეის შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მითითებების ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობები, საერთაშორისო არენაზე თანადგომა და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.  მისივე თქმით, მათ, თავდაცვის სფეროს ჩათვლით სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო  ურთიერთობები განიხილეს.  თურქმა დიპლომატმა პრესკონფერენციის დროს,  ძალიან რთულ პერიოდში ბელარუსიის პრეზიდენტის,  ალექსანდრე ლუკაშენკოს თურქეთისადმი თანადგომაც გაიხსენა და ამისათვის მას მადლობა გადაუხადა. მეორეს მხრივ, მევლუთ ჩავუშოღლუ,  მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკომაც მიიღო, რომლის შესახებაც მან, სოციალურ ქსელ Twitter-ში ასეთი განცხადება გაავრცელა: „ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შევხვდით. მას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკითხვები გადავეცით. მეგობარ ბელარუსიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი ამ ვიზიტით ურთიერთობების უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ.“



მსგავსი ინფორმაციები