პენტაგონი F-35-ების საკითხთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებ

პენტაგონი F-35-ების საკითხთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებ

1258899
პენტაგონი F-35-ების საკითხთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებ

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს (პენტაგონი) შეფის  მოადგილე, ელენ ლორდმა, თურქეთის F-35-ების პროგრამიდან გაყვანის თაობაზე ახალი განცხადება გააკეთა. „თურქეთი ჩვენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ამიტომაც, როგორც სხვა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სამომავლოდაც გავაგრძელებთ,“ განაცხადა ლორდმა. მან ამის შესახებ, აშშ-ში სამხედროების აყვანის და დაქირავების საკითხთან დაკავშირებით გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი F-35-ების პროგრამასთან  დაკავშირებით სათადარიგო ნაწილების წარმოებას, მიღწეული შეთანხმების მიხედვით 2020 წლის მარტამდის გაგრძელდება, ხოლო შემდეგ ამ ნაწილებს ამერიკა აწარმოებს. რაც შეეხება თურქეთის კუთვნილი ანუ უკვე შესყიდული F-35-ები „Luke“-ს საჰაერო ბაზაზე არიან განთავსებული და მათ ბედთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარებს განიხილავენ. პენტაგონის შეფის  მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ თურქეთთან, F-35-ების საკითხი სხვა თანამშრომლობის საკითხებიდან  დამოუკიდებლად გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები