ერდოღანი ხვალ მოსკოვს მიემგზავრება

პუტინთან აქტუალურ საკითხებს განიხილავენ

1258633
ერდოღანი ხვალ მოსკოვს მიემგზავრება

 

თურქეთის პრეზიდენტის პრესცენტრის განცხადების თანახმად, რეჯეპ თაიპ  ერდოღანი 27 აგვისტოს,  ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვს გაემგზავრება. ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ერდოღანს ჯერ პირისპირ შეხვედრას მოუწყობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ხოლო შემდეგ კი დელეგაციათა შორის მოლაპარაკებებიც გაიმართება, რომელსაც ისევ  ერდოღანი და პუტინი უხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, ერდოღანი ასევე დაესწრება საერთაშორისო საჰაერო და კოსმოსური გამოფენის, MAKS-2019 გახსნას. “ვიზიტის დროს განხილულ იქნება  როგორც თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ასევე სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც, ხოლო ამის პარალელურად ურთიერთ მოსაზრებებს გაცვლიან აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებშიც“, იუწყება თურქეთის პრეზიდენტის პრესცენტრი



მსგავსი ინფორმაციები