თურქეთმა PKK-ს წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა PKK-ს წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო

1254774
თურქეთმა PKK-ს წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟანდარმერიის და პოლიციის მონაწილეობით,  ჰაქქარის, შირნაქის და ვანის პროვინციებში  სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ,  „ქირან“  (გამანადგურებელი)  სახელწოდების მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. ოპერაციაში, რომელიც მთებში, საძოვრებში და მომთაბარეების გადაადგილების ტერიტორიებს მოიცავს, 129 სპეცრაზმის ერთეულია ჩართული. ოპერაციების ფარგლებში ასევე ხსენებულ რეგიონებში ტერორისტების თავშესაფრები და გამოქვაბულები მთლიანად ნადგურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში ამ დროისათვის 43 გამოქვაბული და თავშესაფარი მთლიანად იქნა განადგურებული რა,  შემჩნეული ტერორისტების  განეიტრალებაც მოხდა.  



მსგავსი ინფორმაციები