ჩავუშოღლუ სუდანშია

იგი გენერალ აბდულფეტაჰ ალ-ბურჰანს შეხვდა

1253900
ჩავუშოღლუ სუდანშია

 

სუდანის დედაქალაქ ხართუმში ვიზიტად მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ შეხვდა სუდანის დროებითი სამხედრო საბჭოს თავჯდომარეს, გენერალ აბდულფეტაჰ ალ-ბურჰანს. ეს შეხვედრა სუდანის პრეზიდენტის სასახლეში, დახურულ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თურქმა მინისტრმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "სუდანის დროებითი სამხედრო საბჭოს თავჯდომარე აბდულფეტაჰ ალ-ბურჰანთან შეხვედრისას მე მივესალმე სუდანის ყველა მხარეს, დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის დამკვიდრებაში შეტანილი მოკრძალებული წვლილისათვის, რითაც მათ მეტად საღი აზროვნება გამოიჩინეს. ჩვენ გავაგრძელებთ სუდანის მთავრობასა და ხალხისადმი მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყანაში სტაბილურობამ და უსაფრთხოებამ დაისადგუროს". სუდანიდან მიღებული ინფორმაციებით, ჩავუშოღლუ  შეხვდა ასევე სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ომარ დეჰებ ფადლ მუჰამედს და მასაც მიულოცა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. მოგვიანებით თურქი მინისტრი  სუდანში მოღვაწე თურქ ბიზნესმენებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა რა, ამ შეხვედრამ სადილის ფორმატში ჩაიარა



მსგავსი ინფორმაციები