ერდოღანმა „ყურბან ბაირამთან“ დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა „ყურბან ბაირამთან“ დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

1251065
ერდოღანმა „ყურბან ბაირამთან“ დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ისტორიაში „აგვისტოს“ თვე გამარჯვებების თვეა. „ღმერთის წყალობით ჩვენს ისტორიას ახალი გამარჯვებების რგოლს შევმატებთ“, ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურბან ბაირამთან დაკავშრებით გავრცელებული მესიჯი. პრეზიდენტმა თავის მესიჯში კიდევ ერთხელ მტკიცედ დააფიქსირა  მათი პოზიცია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და დაამატა: „მალაზგირთის ომის გამარჯვება, მერჯიდაბიკის ომი, 30 აგვისტო  გამარჯვების დღე, კვიპროსის სამშვიდობო ოპერაცია და სხვა  მრავალი ისტორიული  მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,  აგვისტოს თვეში მოხდა. ღმერთის წყალობით ამ წლის აგვისტოს თვეშიც ახალ გამარჯვების რგოლს შევმატებთ ჩვენ ისტორიას.  სწორედ ამის ფარგლებში ყველა ჩვენს მოქალაქეს და მსოფლიოში მცხოვრებ მუსლიმებს ვულოცავ ყურბან ბაირამს. ღმერთმა ქნას, რომ ყველა თქვენგანის ოჯახებში მშვიდობამ  დაისადგუროს,“ ნათქვამია ერდოღანის საბაირამო მესიჯში. 



მსგავსი ინფორმაციები