სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

წუხელ, დაკავებულ იქნა ნაცრისფერი კატეგორიით ძებნილი

1249269
სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

 

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში, ჰაქქარის ოლქის იუქსეკოვას მიდამოებში, წუხელ, საღამოს საათებში, ჟანდარმერიამ, პოლიციამ და კონტრდაზვერვამ  ერთობლივი ოპერაცია მოაწყეს, რომლის ფარგლებშიც ნაცრისფერი კატეგორიით ძებნილი, "ჰარუნის" ზედ მეტსახელით ცნობილი პკკ-ას ტერორისტი, მიქტად ორდე  დააკავეს. ნაცრისფერი კატეგორიით ძებნილი ამ მეტად საშიში ტერორისტისათვის თურქეთის სახელმწიფოს 300 ათასი ლირის ოდენობის ჯილდო ჰქონდა გამოცხადებული და იგი რეგიონის ერთ ერთ პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა. ამავე ცნობით, ოპერაციის დროს დააკავეს ასევე ტერორისტისათვის დახმარების გამწევი ერთი ეჭვმიტანილიც



მსგავსი ინფორმაციები